+995 32 2123040 | info@ossa.ge
11.07.2023

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა სტაჟირების პროგრამა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ განამტკიცონ თეორიული ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება OSSA სტაჟირების 3-თვიან პროგრამას ახორციელებს. 

სტაჟირების პროგრამის მონაწილეები არიან მოქმედი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“) დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. 

 

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები:

  • გაივლიან ტრენერთა ტრენინგს

  • გაეცნობიან შრომის უსაფრთხოების სისტემის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს

  • შეისწავლიან შრომის უსაფრთხოების სისტემის დოკუმენტაციას

  • მიიღებენ რისკის შეფასების პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა საქმიანობის კომპანიაში

 

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შემდეგი ჯგუფის მიღება იწყება 2023 წლის 1 აგვისტოდან. 

პროგრამის გავლის მსურველ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https://forms.gle/u9urvP1DX5r8LEcJ8

დაგვიკავშირდით

ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ. 77

+995 32 2123040

info@ossa.ge

საავტორო უფლება © ossa.ge. ყველა უფლება დაცულია.