+995 32 2123040 | info@ossa.ge

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

OSSA - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ასოციაცია

OSSA შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ასოციაციაა, რომლის მიზანს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და დარგის ხელშეწყობა. ასოციაცია ორიენტირებულია წევრების პროფესიულ გაძლიერებასა და სფეროსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩართულობაზე, სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი დაკომპლექტებულია როგორც შრომის უსაფრთხოების ექსპერტებით, ასევე, სასწავლო მიმართულებისა და კვლევითი საქმიანობის პროფესიონალებით, რაც გვეხმარება, განვსაზღვროთ წევრთა პროფესიული საჭიროებები და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ასოციაცია აერთიანებს, როგორც ინდივიდუალურ წევრებს - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, დარგის პროფესიონალებს, დაინტერესებულ პირებს, ასევე, კორპორატიულ წევრებს - ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ მიიღონ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია და ხარისხზე ორიენტირებული მხარდაჭერა შრომის უსაფრთხოების სფეროში. ასოციაცია წევრებს სთავაზობს: მეტის ნახვა

15+

წევრისპეციალისტი

20+

წევრიორგანიზაცია

15

კურსიტრენინგი

35+

კმაყოფილიპარტნიორები
რატომ OSSA?

რატომ უნდა გაწევრიანდე ჩვენთან?

OSSA შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ასოციაციაა, რომლის მიზანს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და დარგის ხელშეწყობა. ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გაერთიანდნენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ქსელში, მიიღონ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით, განავითარონ პროფესიული უნარები, მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში, შეხვედრებსა და სემინარებში, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანობას.

ჩვენი გუნდი

ასოციაციის გუნდი დაკომპლექტებულია როგორც შრომის უსაფრთხოების ექსპერტებით, ასევე, სასწავლო მიმართულებისა და კვლევითი საქმიანობის პროფესიონალებით, რაც გვეხმარება, განვსაზღვროთ წევრთა პროფესიული საჭიროებები და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. მმართველ გუნდს შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ასოციაციის წევრებისათვის უმნიშვნელოვანესია როგორც საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე, ხარისხიანი მხარდაჭერის მიღების კუთხით.

დაგვიკავშირდით

ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ. 77

+995 32 2123040

info@ossa.ge

საავტორო უფლება © ossa.ge. ყველა უფლება დაცულია.