+995 32 2123040 | info@ossa.ge
11.07.2023

თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან

OSSA-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ა(ა)იპ „შუსა“_სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს (ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები „ პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“) სტუდენტების/კურსდამთავრებულების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სტაჟირების/დასაქმების შესაძლებლობას.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები/კურსდამთავრებულები OSSA-ს ბაზაზე გაივლიან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სტაჟირებას; გაეცნობიან შრომის უსაფრთხოების სისტემას, დოკუმენტაციას, ძირითად მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს; გაივლიან ტრენერთა ტრენინგს და შეისწავლიან სხვადასხვა საქმიანობის სფეროში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებებს. 

მემორანდუმი 7 წლის ვადით მოქმედებს. ამ დროის განმავლობაში, ორივე მხარის ჩართულობით შევქმნით ეფექტიან გარემოს სტუდენტებისათვის, რათა მათი პროფესიული უნარები და მომავალი პროფესიისადმი მზაობა გაიზარდოს.

დაგვიკავშირდით

ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ. 77

+995 32 2123040

info@ossa.ge

საავტორო უფლება © ossa.ge. ყველა უფლება დაცულია.