+995 32 2123040 | info@ossa.ge
30.11.2022

ახალი რეგლამენტი - შრომის უსაფრთხოების ნიშნები

2023 წლის 1 იანვრიდან შრომის უსაფრთხოების სფეროში ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები დამსაქმებლებს ავალდებულებს, სამუშაო სივრცეებსა და სამუშაო ადგილებზე განათავსონ უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნები და ინსტრუქტაჟების ჩატარების გზით მიაწოდონ ინფორმაცია დასაქმებულებს განთავსებული ნიშნების მნიშვნელობის შესახებ.

ტექნიკური რეგლამენტი მოიცავს 5 ტიპის ნიშანს და ადგენს როგორც ვიზუალური ნაწილის, ასევე, გამოყენების მიმართ წესებს.

ამკრძალავი ნიშანი - კრძალავს კონკრეტულ მოქმედებას

  • წითელი ფერის
  • მრგვალი ფორმის

 

 

გამაფრთხილებელი ნიშანი - მიუთითებს საფრთხის/საშიშროების შესახებ

  • ყვითელი ფერის
  • სამკუთხედი ფორმის

 

სავალდებულო ნიშანი - ადგენს კონკრეტული მოქმედების განხორციელების ვალდებულებას

  • ლურჯი ფერის
  • მრგვალი ფორმის

 

საევაკუაციო ან პირველადი სამედიცინო დახმარების ნიშანი - იძლევა ინფორმაციას საევაკუაციო გასასვლელების, პირველადი სამედიცინო დახმარების ან სამაშველო საშუალებების შესახებ

  • მწვანე ფერის
  • მართკუთხა ან კვადრატული ფორმის

 

საინფორმაციო ნიშანი - სხვა ნიშნები, რომლებიც იძლევა დამატებით ინფორმაციას. მაგალითად, ხანძარსაწინააღმდეგო ნიშნები

  • წითელი ფერის
  • მართკუთხა ან კვადრატული ფორმის

 

მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევის მიზნით, ნიშნები:

  • უნდა იყოს მარტივად აღქმადი
  • უნდა იყოს დამზადებული გამძლე მასალისაგან, მარტივად დაზიანების თავიდან ასაცილებლად
  • უნდა განთავსდეს შესაბამის სიმაღლეზე და არ უნდა ფარავდეს სხვა ნიშანი ანდა ბარიერი
  • უნდა განთავსდეს უშუალოდ ტერიტორიის შესასვლელთან/ობიექტთან/საფრთხის წყაროსთან
  • არ უნდა განთავსდეს ერთდროულად ბევრი ნიშანი, რათა პიქტოგრამების სიმრავლემ არ გახადოს რთული მათი აღქმა

დაგვიკავშირდით

ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ. 77

+995 32 2123040

info@ossa.ge

საავტორო უფლება © ossa.ge. ყველა უფლება დაცულია.