+995 32 2123040 | info@ossa.ge

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ასოციაცია

პროფესიული განვითარებისთვის

ჩვენ შესახებ

OSSA - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ასოციაცია

OSSA შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ასოციაციაა, რომლის მიზანს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და დარგის ხელშეწყობა. ასოციაცია ორიენტირებულია წევრების პროფესიულ გაძლიერებასა და სფეროსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩართულობაზე, სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი დაკომპლექტებულია როგორც შრომის უსაფრთხოების ექსპერტებით, ასევე, სასწავლო მიმართულებისა და კვლევითი საქმიანობის პროფესიონალებით, რაც გვეხმარება, განვსაზღვროთ წევრთა პროფესიული საჭიროებები და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ასოციაცია აერთიანებს, როგორც ინდივიდუალურ წევრებს - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, დარგის პროფესიონალებს, დაინტერესებულ პირებს, ასევე, კორპორატიულ წევრებს - ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ მიიღონ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია და ხარისხზე ორიენტირებული მხარდაჭერა შრომის უსაფრთხოების სფეროში. ასოციაცია წევრებს სთავაზობს: მეტის ნახვა

15+

წევრისპეციალისტი

20+

წევრიორგანიზაცია

15

კურსიტრენინგი

35+

კმაყოფილიპარტნიორები
რატომ OSSA?

რატომ უნდა გაწევრიანდე ჩვენთან?

OSSA შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ასოციაციაა, რომლის მიზანს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და დარგის ხელშეწყობა. ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გაერთიანდნენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ქსელში, მიიღონ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით, განავითარონ პროფესიული უნარები, მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში, შეხვედრებსა და სემინარებში, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანობას.

ჩვენი გუნდი

ასოციაციის გუნდი დაკომპლექტებულია როგორც შრომის უსაფრთხოების ექსპერტებით, ასევე, სასწავლო მიმართულებისა და კვლევითი საქმიანობის პროფესიონალებით, რაც გვეხმარება, განვსაზღვროთ წევრთა პროფესიული საჭიროებები და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. მმართველ გუნდს შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ასოციაციის წევრებისათვის უმნიშვნელოვანესია როგორც საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე, ხარისხიანი მხარდაჭერის მიღების კუთხით.

ტრენინგები

ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგები მოიცავს შრომის უსაფრთხოების ყველა კომპონენტს და საინტერესოა როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისათვის, ასევე, კომპანიის ხელმძღვანელების, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების, იურისტებისა და სხვა მენეჯერული პოზიციის პირებისათვის.

კურსები

პროფესიული განვითარების კურსები

OSSA შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისა და დარგის წარმომადგენლებისათვის გეგმავს სხვადასხვა თემატიკის კურსებს, რომელთა მიზანია სპეციალისტების პროფესიული განვითარება. მოკლევადიანი კურსები დაეხმარება მათ განავითარონ კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებული პროფესიული ცოდნა და უნარები.

სპეციალისტები

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები

რეკომენდაციები

პარტნიორები ჩვენზე

OSSA აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სექტორის კომპანიებთან. ჩვენს კორპორატიულ წევრებთან ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ღონისძიებებს, რათა ერთობლივი ძალებით შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო დასაქმებულებისათვის.

მისამართი

ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ. 77

ტელეფონი

+995 32 2123040

ელ-ფოსტა

info@ossa.ge

დაგვიკავშირდით

ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ. 77

+995 32 2123040

info@ossa.ge

საავტორო უფლება © ossa.ge. ყველა უფლება დაცულია.